Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე .

 

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები

თსუ-ს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან  გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.

მიღების წინაპირობები განსაზღვრულია შესაბამისი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).

 

2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მაგისტრატურაში მიღების ვადები:

(ბრძ. №174/01-01, 31.07.2023)

  • მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) – 21-30 აგვისტო;
  • გამოცდა ქართულ ენაში (მოეთხოვება მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული) – 4 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება - 4 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 5 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება - 6 სექტემბერი;
  • გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) – 5 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება – 9 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება –  11 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი;
  • გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 13 -14 სექტემბერი;
  • გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 15 სექტემბერი;
  • გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება – 18 სექტემბერი;
  • აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 19 სექტემბერი;
  • გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 18 სექტემბერი;
  • ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან  -  20-22 სექტემბერი;
  • საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 25 სექტემბერი.

 

თსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

აღნიშნული დოკუმენტები ელექტრონულად უნდა ატვირთოთ 21-30 აგვისტოს, შესაბამისი ფაკულტეტის ელექტრონულ მისამართზე. 

20-22 სექტემბერს (ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში),  იგივე დოკუმენტები (შესაბამისი წესით დამოწმებული), მატერიალურად უნდა წარმოადგინოთ ფაკულტეტზე.

 

  • განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
  • ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2023 წლის კურსდამთავრებულთათვის  - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის  ასლი;
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი/ სამხედრო ბილეთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.

2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე დოკუმენტაციის მიღება მოხდება ელექტრონულად,  ფაკულტეტების მიხედვით,  შემდეგ მისამართებზე: (მისამართები გააქტიურდება 21 აგვისტოს).

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  

ფორმის შესავსებად გაიარეთ ავტორიზაცია Gmail-ის მეშვეობით.

რეგისტრაციის პროცესში წარმოშობილი დაბრკოლების/სირთულის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის ფაკულტეტს.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ტელ.:  2 25 04 84 (შიდა 1734 ).